- ეთნიკური ჯგუფი
- • ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური დაჯგუფების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ცნობილია ტომის, ეროვნების, ერისა და სხვა წარმონაქმნის სახით. თავის მხრივ, ეს სახელწოდება უთანაბრდება ტერმინს “ხალხის” ეთნოგრაფიულ მნიშვნელობას.Source: ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი №12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.,• არის ადამიანთა პოპულაცია, რომლის წევრები ერთმანეთთან აიგივებენ თავის საერთო წარმომავლობის ან წინაპრების, საერთო კულტურის, ქცევების, ენის ან რელიგიის საფუძველზე. რომ განვაზოგადოთ, ეთნიკური ჯგუფის საერთო იდენტობა დაფუძნებულია რასობრივ, ეროვნულ, ან რელიგიურ კუთვნილებაზე.Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
Georgian encyclopedia. 2013.